ბათუმის ფესტივალი გრძელდება

27 აგვისტო 2023, 10:58 517 ნახვა

ანბანის კოშკთან ბათუმის ფესტივალი  გრძელდება, დღეს  საღამოს 10 საათზე უფასო კონცერტი გაიმართება, სადაც  ბენდი „ფორ დე მონსტერ ლობსტერსი“ დაუკრავს, საოცრებათა მოედნის  მიმდებარე ტერიტორია დაყოფილია  სხვადასხვა ზონებად, სადაც  მისულ სტუმრებს   მრავალფეროვანი აქტივობები დახვდებათ,  ფესტივალი  16 ივლისს დაიწყო და  30 სექტემბრამდე უნდა გაგრძელდეს.

ამ დროის განმავლობაში  ტერიტორიაზე  გამოყოფილია  კვების ზონა,  საბავშვო ზონა, ასევე  ბარების, გასართობი და კინო ზონა, შეძლებთ შოპინგსაც.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში