ქვეყანა შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულებს გლოვობს. გიორგი დუდაშვილის ოჯახის წევრები - მეუღლე და სამი მცირეწლოვანი ბავშვი დღეს დაკრძალეს. პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა.
დუდაშვილების ოჯახი - 3 მცირეწლოვანი ბავშვი დედასთან ერთად შოვში ისვენებდა და 3 აგვისტოს სტიქიური უბედურების პირველივე წუთებიდან მათთან ყველა სახის კონტაქტი გაწყდა.
მაშველები დაკარგულ ოჯახს თითქმის სამი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.