დონალდ ტრამპი ფულტონის ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

25 აგვისტო 2023, 10:18 459 ნახვა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფულტონის ოლქის ციხეში ნებაყოფლობით გამოცხადების შემდეგ დააკავეს და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. 

მედიის ინფორმაციით, ციხეში პროცედურები დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა. შეთანხმების საფუძველზე, ყოფილი პრეზიდენტი 200 000 აშშ დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს ეკრძალება სოციალური მედიის გამოყენება, რათა ვერ განახორციელოს ზეწოლა საქმეში მის 18 თანაბრალდებულზე, სხვა ბრალდებულებთან კონტაქტს კი, მხოლოდ ადვოკატების თანდასწრებით შეძლებს.

შეგახსენებთ, ტრამპს ათზე მეტი ბრალი აქვს წაყენებული ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი