"დინამო" ბათუმის ახალი მთავარი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო იქნება.ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია ბათუმურმა კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.
შავიზღვისპირელებმა 47 წლის უკრაინელ სპეციალისტთან კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გააფორმეს.
დემჩენკო 2021 წლის იანვრიდან "დილას" მთავარი მწვრთნელი იყო. მისი ხელმძღვანელობით კი გორული კლუბი ორჯერ გახდა საქართველოს ეროვნული ლიგის ბრინჯაოს პრიზიორი.
"დილამდე", დემჩენკოს უკრაინულ კლუბებში - "მეტალისტ 1925-სა" და "ბუკოვინაში" უმუშავია.
ანდრეი დემჩენკოს დებიუტი ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კვირას, 27 აგვისტოს, "გაგრასთან" მატჩში შედგება.
შეგახსნებეთ, რომ გია გეგუჩაძემ რამდენიმე დღის წინ „დინამო“ ბათუმის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.