მესტია მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

23 აგვისტო 2023, 14:44 746 ნახვა

„ლოტო“, ზაზა ხალვაშის ფილმით გაიხსნა მესტიაში მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი. დღეიდან  26 აგვისტოს ჩათვლით მაყურებლები ნახავენ იაპონიიდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან, საუდის არაბეთიდან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილ მოკლემეტრაჟიან ფილმებს.

მთის ფილმების სექციაში ნაჩვენები იქნება იტალიიდან, პერუდან, ბელგიიდან, მაროკოდან, ინდოეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და სლოვაკეთიდან ჩამოტანილი სრულმეტრაჟიანი ფილმები.

ფესტივალს აშუქებს საერთაშორისო პრესა. ღონისძიება საქართველოსა და ლიეტუვის ერთობლივი პროექტია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი