ხვალ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. თარიღთან დაკავშირებით ბათუმში არსებული ორგანიზაცია „Batumi for Ukraine“ და აქტივისტები სხვადასხვა ღონისძიებას გამარეთავენ. ქალაქის ქუჩებში საქართველოს და უკრაინის დროშებით მოეწყობა ავტო-მოტო გარბენი.
საღამოს 18:30 საქათიდან ორი საათის განმავლობაში სანაპიროზე იმოძრავებს კატერი, საიდანაც გაიშვება უკრაინისა და საქართველოს დროშების ფერებში კვამლი.
ღონისძიების დასასრულს ანბანის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება საქველმოქმედო ღონისძიება. შეგროვებული თანხა კი უკრაინაში მებრძოლეების დასახმარებლად გადაირიცხება.