შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები 21-ე დღეა გრძელდება. სამძებრო სამუშაოები მდინარეების - რიონისა და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე მიმდინარეობს.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.
ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 29 ადამიანი იმსხვერპლა. ამ დროის მონაცემებით, დაკარგულია 4 მოქალაქე.