ვითარება შოვში

22 აგვისტო 2023, 18:02 446 ნახვა

შოვში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. სტიქიიდან 20 დღის შემდეგ  ისევ ეძებენ 4-ს. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 29 ცხედარი.სტიქიის დროს დაღუპული 3 მოქალაქე დღეს სოფელ ლაგვანთაში დაკრძალეს. შოვში,  მოქალაქეთა თხოვნით, მიწის მასის გარკვეული ნაწილი ხელმეორედ დამუშავდა.სამაშველო ოპერაციაში 800 ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული.  დაკარგულთა ძებნა რიონისა და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე   მდინარის კუნძულოვან მონაკვეთებზე მიმდინარეობს,სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, მცურავი საშუალებები, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.  

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში