ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ფრენები განახლდება

21 აგვისტო 2023, 14:01 653 ნახვა

პეკინმა ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ავიაკომპანიას ეარ კორიოს ჩინეთში ფრენების განახლების უფლება მისცა. ეს განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა.  მას არ გაუმხელია დამატებითი დეტალები, ფრენების განახლების ზუსტი თარიღი და  მათი სიხშირე.   

გასულ თვეში, ჩინეთის დელეგაცია პირველად პანდემიის შემდეგ ფხენიანს კორეის ომის დასრულების 70 წლის იუბილეზე  ეწვია.

ფრენები ორ ქვეყანას შორის 2020 წლის დასაწყისში კოვიდ-პანდემიის დროს შეჩერდა, რადგან ორივე ქვეყანამ სხვა ქვეყნებთან საზღვრები ჩაკეტა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი