უკრაინა მზად არის ნატოს წევრობაზე რუსეთის ბელგოროდი გაცვალოს - ზელენსკი 

21 აგვისტო 2023, 11:44 589 ნახვა

ვოლოდომირ ზელენსკი დანიაში ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტსა და პირველ ლედის, დანიის პრემიერ მინისტრი დანიის პრინცესა,  მერი და სხვა ოფიციალური პირები შეხვდნენ ვოიენსში, სკრიდსტრუპის საავიაციო ბაზაზე. მანამდე ნიდერლანდებისა და დანიის მთავრობებმა  განაცხადეს, რომ უკრაინას გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ  ეფ-16-ი ტიპის  მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემენ. ეს  უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის  ეფ-16-ების მიწოდების პირველი რეალური დაპირებაა.   

უკრაინის პრეზიდენტი   და დანიის პრემიერ-მინისტრი  საავიაციო ბაზაზე ყოფნისას ეფ-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავშიც ჩასხდნენ. ზელენსკიმ, რომელმაც მიღწეულ შეთანხმებას "გარღვევა" უწოდა, თქვა, რომ პირველ ეტაპზე უკრაინა დანიისგან  19 ავიაგამანადგურებელს მიაწოდებს.

უკრაინის პრეზიდენტმა დანიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  უკრაინა ნატო-ში წევრობის სანაცვლოდ მზად არის ბელგოროდი დათმოს. ნიდერლანდებმა და დანიამ  თვეების განმავლობაში ეფ-16-ების სამართავად უკრაინელი მფრინავები მოამზადეს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა  განაცხადა, რომ ინჟინრებისა და მექანიკოსების მომზადებას მინიმუმ ექვსი თვე და შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში