შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მე-19 დღეა გრძელდება

21 აგვისტო 2023, 09:58 454 ნახვა

შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები მე-19 დღეა გრძელდება. სამძებრო სამუშაოები მდინარეების - რიონისა და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე მიმდინარეობს. 

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.

ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 28 ადამიანი იმსხვერპლა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში