ფრიდონ აბულაძე და რამაზ ზოიძე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები

20 აგვისტო 2023, 17:44 620 ნახვა

რუმინეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში ჩემპიონები გახდნენ ფრიდონ აბულაძე და რამაზ ზოიძე. ლერი აბულაძე, ჯონი ხეცურიანი და ოთარ აბულაძე კი ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.

ლერი აბულაძეს ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, წინა დღეს მიღებული მცირე ტრავმის გამო.

დღესვე შედგა საკვალიფიკაციო ეტაპებისა და ნახევარფინალური შეხვედრები ოთხ წონით კატეგორიაში.

გიორგი მელიამ დღე წაუგებლად ჩაამთავრა და ფინალში გავიდა. საბა მამალაძე ლაშა გობაძე, რობერტ კობლიაშვილი და იაკობ ქაჯაია კი ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებენ ბრძოლას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში