ბათუმი შავი ზღვის ლუდის ფესტივალს მასპინძლობს. მასში 35-ზე მეტი ლუდის კომპანია მონაწილეობს. მათ შორის არიან ქართული კრაფტ-ლუდის მწარმოებლებიც. ფესტივალზე ლუდის დაგემოვნებას შეძლებთ. ასევე ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების შეძენას.
სტუმრების განწყობის ასამაღლებლად სპეციალურად მოწყობილ სცენაზე მუსიკალური ნომრები სრულდება. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, პროექტის მთავარი მიზანია ლუდის ფესტივალი სახალხო ზეიმად იქცეს, რომელიც ყველა ასაკის ადამიანს გააერთიანებს.
პროექტი ხორციელდება „ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი ზოული“-ს ფარგლებში. ღონისძიებას საქართველოს კულტურის ცენტრი უჭერს მხარს.
ლუდის ფესტივალი საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება. ღონისძიება ხვალ დასრულდება.