კანადა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვის. გამოცხადებულია საფრთხის მესამე დონე, რაც იმას ნიშნავს რომ დასახლება მოქალაქეებისგან სრულად უნდა დაიცალოს.
პროვინციის პრემიერის განცხადებით, ბოლო 24 საათში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, ხანძრის ფართობი 6 800 ჰექტრამდე გაიზარდა და მიმდინარეობს 15 ათასამდე საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია. ხანძარი მძვინვარებს კანადის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებზეც, ცეცხლი ქალაქ იელოუნაიფს უახლოვდება.
ამ დროისთვის ცეცხლის 1 100-ზე მეტი აქტიური კერაა, მოსახლეობა ევაკუაციისთვის ვერტმფრენებს ელოდება, ნაწილი კი საცხოვრებელი სახლების დატოვებაზე უარს აცხადებს.