„არსიანი“ გასტროლებისთვის ემზადება 

17 აგვისტო 2023, 14:22 679 ნახვა

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი არსიანის მომღერალთა გუნდი ბულგარეთში დაგეგმილი საერთაშორისო კონკურს ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

“Wonderland 2023'', 21-26 აგვისტოს ქალაქ ვარნას სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლთან ერთად ფესტივალ-კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ფოლკლორული გუნდები მონაწილეობენ. მაყურებლის წინაშე “არსიანი” ქართული ხალხურ ფოლკლორის სხვადასხვა ნიმუშებით წარსდგება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში