შეიქმნება თუ არა პარლამენტში საგამოძიებო კომისია? 

17 აგვისტო 2023, 12:02 682 ნახვა

შოვის ტრაგედიიდან პირველივე დღეს ''ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ'' საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, ინიციატივას მხარი აუბეს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც, გარდა გიორგი გახარიას პარტიისა.

სახელისუფლებო გუნდის ოპონენტების განცხადებით, არსებობს უამრავი შეკითხვა და შესაძლებელია გამოიკვეთოს მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

''ქართულ ოცნებაში'' დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერენ და ოპოზიციას პოლიტიკური ქულების დაწერაში ადანაშაულებენ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში