საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

17 აგვისტო 2023, 10:39 673 ნახვა

ძვირფასო მგზავრებო, მატარებელს რომელიც თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 10:25 წუთზე გავა, მეორე ვაგონში გაეთიშა კონდიცირება. სწორედ ამიტომ, საქართველოს რკინიგზა მეორე ვაგონის მგზავრებს ბათუმის მიმართულებით, ვმკ ტიპის მატარებლით ჩაიყვანს, სადაც გამართულად მუშაობს გაგრილების სისტემა, -  აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დამატებითი მატარებელი თბილისიდან 10:50-ზე დაიძვრება.

"აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბათუმიდან 18:20-ის რეისზე შტადლერის ტიპის მატარებლით თბილისში მომავალი მეორე ვაგონის მგზავრები, წამოვლენ ასევე ვმკ ტიპის მატარებლით. დამატებითი მატარებელი 18:50-ზე დაიძრება.

საუბარია მხოლოდ მეორე ვაგონის მგზავრებზე ორივე მიმართულებით. შექმნილი უხერხულობის გამო საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით. ბილეთის ღირებულების სხვაობა მეორე ვაგონის ყველა მგზავრს აუნაზღაურდება",- წერია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი