აჭარის მთავრობის დახმარებით კიდევ 17 სტუდენტი გააგრძელებს სწავლას ევროპასა და ამერიკაში

16 აგვისტო 2023, 18:09 916 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პროგრამა - ,,სწავლა საზღვარგარეთ“ კონკურსის გამარჯვებულებს შეხვდა.  პროგრამა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2014 წლიდან ხორციელდება. სწავლა საზღვარგარეთ პროგრამის მიზანია ნიჭიერი კადრების აკადემიური და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. გამარჯვებული სტუდენტები სწავლას გააგრძელებენ გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გაერთიანებული სამეფოს, ლიეტუვას, ფინეთის, ესპანეთის, ესტონეთის და ჩეხეთის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი