მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით 20 წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. იორდანიის დედაქალაქი ამანი პლანეტის პირველობას 14-დან 20 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრებში 10 წონითი კატეგორიიდან 8 აჭარის საჭიდაო სკოლის წარმომადგენელია.
რევაზ ლაშხის შეგირდებიდან 18-19 აგვისტოს საჭიდაო ხალიჩაზე 55-63-77-87-130კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავეები გავლენ, ხოლო 19-20 აგვისტოს 60-67-72-82-97კგ-ს წარმოადგენელები იასპარეზებენ.
მანამდე კი 14-16 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ.