აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა

14 აგვისტო 2023, 10:11 1010 ნახვა

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 31 წელი გავიდა. 1992 წელს ერთმანეთს საქართველოს სამთავრობო ჯარი და სეპარატისტულად განწყობილი ეთნიკური აფხაზთა ერთ ნაწილი  დაუპირისპირდა.

საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები. 27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, მაშინ, როცა ქართულ მხარეს აფხაზეთიდან მძიმე სამხედრო ტექნიკა გამოყვანილი ჰყავდა.

ომის გამო, აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუხდა. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან, ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით, 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი