დაცულ ტერიტორიებზე წელს ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობაა

12 აგვისტო 2023, 11:50 503 ნახვა

საქართველოს ყველაზე პოპულარულ 5 დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წლის რეკორდულ მონაცემებს 31%-ით გადააჭარბა. მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემით, - პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, წალკის კანიონს და მტირალას ეროვნულ პარკს 370 547 ვიზიტორი ეწვია, რაც 2019 წლის რეკორდულ მონაცემებთან შედარებით, 31%-ით არის გაზრდილი. დაცული ტერიტორიების მიმართ გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი და, მათი რაოდენობაც. პირველხუთეულში შედიან  პოლონეთი, ემირატები, ინდოეთი, ყაზახეთი, და რუსეთი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი