მასწავლებელთა გამოცდის შედეგები

11 აგვისტო 2023, 15:01 1123 ნახვა

მასწავლებლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის - 2023 წლის შედეგები გამოქვეყნდა.

შედეგები ცნობილია შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, ფიზიკური აღზრდა და სპორტი, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, აზერბაიჯანული ენა, ასევე სომხური ენა. 

ასევე ცნობილია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები. იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი არ ეთანხმება მიღებულ შეფასებას, მას შეუძლია მომართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს საპრეტენზიო განაცხადით.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში