შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

11 აგვისტო 2023, 12:12 596 ნახვა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ცხედარი მდინარის კალაპოტში სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. მისივე თქმით, გარდა ამისა, სტიქიიდან 24 კილომეტრის მოშორებით აღმოჩენილია, ასევე, ადამიანის ქვედა კიდური.

"აღმოჩენილია ცხედარი რიონის კალაპოტში და ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენების ღონისძიება. გარდა ამისა, ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური და მიმდინარეობს აქტიური საძიებო სამუშაოები. მინდა დავამატო ინფორმაცია, რომ დღეს რაც ხდება მონიტორინგი მდინარეზე - ეს პირველივე დღიდან ხორციელდება, თუმცა ჩვენ ახლა ვსაუბრობთ უკვე პერიმეტრის გაზრდაზე.

ჩვენ ამ დრომდე 30 კილომეტრ პერიმეტრზე გავდივართ მონიტორინგზე, თუმცა დღის ბოლომდე, ან ხვალ დილიდან 54 კილომეტრიან პერიმეტრზე გავალთ. ეს არის ამბროლაურის ტერიტორია და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს მონიტორინგი მდინარის კალაპოტში“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე განმარტებით, მდინარეში რიონში აღმოჩენილია შინაური ცხოველების ლეშები, მიმდინარეობს მათი ამოღება კალაპოტიდან, უტილიზაცია იქნება თუ დამარხვა, ამას მუნიციპალიტეტი მიაქცევს ყურადღებას.

რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, შოვის სტიქიას 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 19 იდენტიფიცირებულია. 11 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი