ტრენინგი სტუდენტებისთვის

11 აგვისტო 2023, 11:41 1006 ნახვა

ეფექტური კომუნიკაციის უნარები, თვითპრეზენტაცია ,კონფლიქტების მართვა და ქცევითი სტრატეგიები - საკითხებზე სტუდენტებს ტრენინგი ჩაუტარდათ. მათ სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით პრაქტიკული კურსი კომპანიების რეალურ სამუშაო გარემოში გაიარეს.  ტრენინგის საშუალებით კი შრომის ბაზარზე მოთხოვნად პოზიციებზე დასაქმებისთვის საჭირო უნარები უნდა განივითარონ. ზოგადი უნარების ტრენინგები, რომელშიც 43 სტუდენტი მონაწილეობს აჭარის დასაქმების სააგენტოს ქვეპროგრამის „სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის „ ფარგლებში მიმდინარეობს და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში