ზაპოროჟიეში, ერთ-ერთ სასტუმროზე რუსი სამხედროების იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ათამდე პირი - უკრაინული მედია

11 აგვისტო 2023, 10:00 850 ნახვა

რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროზე.  უკრაინული მედიის ინფორმაციით,  საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო ათამდე პირი დაშავდა.

დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა სამედიცინო, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ორი მაღალსართულიანი კორპუსი, თუმცა ამ ტერიტორიაზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის სულ 34 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

მათივე განმარტებით, მტერმა 5 სარაკეტო და 61 საჰაერო დარტყმა, 70 შეტევა განახორციელა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. გავრცელებული ინფორმაციით,  რუსული ტერაქტების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა, არიან დაჭრილები, დანგრეულია საცხოვრებელი კორპუსები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი