ქალაქ სერგიევ პოსადში ძლიერი აფეთქება მოხდა - დაღუპულია 38 ადამიანი

09 აგვისტო 2023, 14:06 794 ნახვა

მოსკოვში, ქალაქ სერგიევ პოსადში, ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა.

რუსული მედიის ცნობით, მათგან ოთხი დაშავებული მძიმე დაზიანებებით რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

არსებული ცნობებით, ამჟამად შემთხვევის ადგილზე ნანგრევების გაწმენდა მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება პიროტექნიკის შემნახველ საწყობში მოხდა. საგანგებო სამსახურებში ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის ვერსიას უარყოფენ და აცახდებენ, რომ აფეთქების მიზეზი ტექნოლოგიური პროცესის დროს დარღვევა გახდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში