დღეიდან შოვში სამძებრო-სალიკვიდაციო სამუშაოების არეალი გაფართოვდება

09 აგვისტო 2023, 10:29 619 ნახვა

დღეიდან შოვში სამძებრო-სალიკვიდაციო სამუშაოების არეალი გაფართოვდება. 

ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა მობილიზებულია ათამდე პრიორიტეტულ ადგილზე. მათ შორისაა მჟავე წყლებისა და კოტეჯების ტერიტორია, სადაც სასადილო იყო აშენებული. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკის მუშაობის შედეგად უკვე მოხერხდა მდინარის ძველ კალაპოტში დაბრუნდება.

შოვში, სტიქიას 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან უმეტესობა იდენტიფიცირებულია. მაშველები ამ დრომდე ეძებენ კიდევ 14 დაკარგულს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი