სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, შესაძლოა, დღეს საღამოს, სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვაზე მიბრძანდეს. წირვა სამების ტაძარში ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელსაც ილია მეორე არ ესწრება. პატრიარქის ექიმის ცისანა შარტავას თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დამატებით სამედიცინო კვლევებს არ საჭიროებს.