პორტუგალიაში მაღალი ტემპერატურის ფონზე გამოწვეულ მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. ცეცხლი ათასობით ჰექტარზეა მოდებული. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 800 მეხანძრე. „ბიბისის“ ცნობით, ოდემირიდან 1 400 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძრების გამო დაკეტილია რამდენიმე ავტომაგისტრალი. პორტუგალიაში ორშაბათს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი. სანტარემში ტემპერატურა 46,4 გრადუსი ცელსიუსის იყო.