ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

08 აგვისტო 2023, 14:22 942 ნახვა

ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის კენჭისყრა დასრულდა. ევრობასკეტის ფინალური ეტაპის 24 ადგილისთვის 32 ქვეყნის ნაკრები იბრძოლებს.

საქართველო G ჯგუფში, სერბეთთან, ფინეთთან და დანიასთან ერთად მოხვდა. ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე სამი ნაკრები გადის.

პირველი ფანჯარა 2024 წლის 19-დან 27 თებერვლის ჩათვლით გაიმართება, მეორე – 2024 წლის 18-26 ნოემბერს, ხოლო მესამე – 2025 წლის 17-25 თებერვალს. თითოეულ ფანჯარაში ნაკრებები 2-2 თამაშს ითამაშებენ.

ევრობასკეტის ფინალური ეტაპი 2025 წლის 27 აგვისტოს დაიწყება და 15 სექტემბერს დასრულდება. ტურნირს ოთხი ქვეყანა კვიპროსი, პოლონეთი, ლატვია და ფინეთი უმასპინძლებს .

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში