დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა შვიდი ადამიანი, 88 კი დაშავდა - უკრაინული მედია

08 აგვისტო 2023, 13:14 449 ნახვა

რუსეთის ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა შვიდი ადამიანი, 88 კი დაშავდა - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის პოლიციის 29 თანამშრომელი, შვიდი მაშველი და ორი ბავშვია.

რუსეთმა პოკროვსკში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები გუშინ საღამოს დაბომბა.

პოკროვსკზე განხორციელებულ დარტყმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ამბობს, რომ რუსული ტერორი უნდა შეჩერდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში