აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა-საერთაშორისო გამოხმაურებები

08 აგვისტო 2023, 12:21 830 ნახვა

რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა. მეთიუ მილერის თქმით, შეერთებული შტატები ამ პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერას განაგრძობს. აზერბაიჯანი მხარს უჭერს კონფლიქტის მოგვარებას სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე. ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელთან და პარტნიორთან, საქართველოსთან თანამშრომლობას - ასეთია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცახდება.  “7 აგვისტო - ყოველ წელს ამ დღეს მსოფლიო იხსენებს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. 15 წელი გავიდა, რუსული ოკუპაცია რჩება - ეს ჭრილობა რჩება ქართული სახელმწიფოს სხეულზე - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა თავის ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც უკრაინელებთან ერთად იცავს თავისუფლებას და განსაკუთრებით მათ, ვინც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში იბრძვის. ზელენსკის თქმით, როდესაც უკრაინა მოიგებს ამ ომს, ის არა მხოლოდ შეაჩერებს რუსეთის აგრესიულ მადას, არამედ გადაარჩენს სხვა ერებს იმისგან, რასაც - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა გადის.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში