ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება დაიწყო

08 აგვისტო 2023, 10:32 857 ნახვა

დღეიდან აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება შეუძლიათ. სააპელაციო განაცხადების მიღება 10 აგვისტოს 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

სააპელაციო განაცხადების მიიღება მხოლოდ ელექტრონულად არის შესაძლებელი ვებგვერდზე: https://online.naec.ge/defonline/

აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ურჩევს, სააპელაციო განაცხადის მიღებამდე ყურადღებით გაეცნონ შეფასების კრიტერიუმებს. 

ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი. ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში