შოვში, ტრაგედიის ადგილას, მეექვსე დღეა, სამძებრო სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მეწყერის ჩამოწოლის ადგილას მეცხრე ლოკაცია დაემატება, სადაც სამძებრო ღონისძიებები განხორციელდება.
ადგილზე სამუშაოებს განაგრძობენ თავდაცვის ძალების სამხედროები. .
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ.
სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210-ზე მეტი ადამიანი.