ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველს ხალხს სოლიდარობას უცხადებს და უსამძიმრებს შოვში მომხდარი გამანადგურებელი მეწყერის შედეგად დაღუპულების გამო.
„დღეს, როდესაც საქართველო გლოვობს შოვში გამანადგურებელი მეწყერის შედეგად დაღუპულებს, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ. კურთხეული იყოს მათი ხსოვნა“, – ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.