ესტონეთი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.
„ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას", - აღნიშნულია განცხადებაში.