ჩინეთში მიწისძვრის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა

07 აგვისტო 2023, 10:01 766 ნახვა

ჩინეთის შანდონგის პროვინციაში 5.5 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გავრცელებული მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 126 სახლი ჩამოინგრა. 

სეისმოლოგების ცნობით, ბიძგები იგრძნობოდა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, ეპიცენტრიდან 300 კილომეტრის მოშორებით.

პეკინის რკინიგზამ კვირას 60-ზე მეტი მატარებლის რეისი გააუქმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი