ჯუთას გზის რეაბილიტაცია დაიწყება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი

06 აგვისტო 2023, 18:12 675 ნახვა

ფეისბუკში ვრცელდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთისკენ მიმავალი დაზიანებული გზის ფოტოები - ინტერნეტმომხმარებლები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ეს გზა, რომლის ცალი ზოლიც ჩამოშლილია ახალი ტრაგედიის მიზეზი შეიძლება გახდეს. ადგილობრივების თქმით, გზა რამდენიმე თვის წინ დაზიანდა და მასზე ამ დრომდე დადიან მანქანები.საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზა თითქმის ერთი თვეა დაკეტილია, "მაგრამ ცალ ზოლზე მაინც დადიოდნენ ავტომობილები." უწყების თქმით, გზის გამაგრებისთვის უკვე არსებობს პროექტი და პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება. გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ 21 ივლისს, სამშენებლო კომპანიას უკვე დაევალა წინასამშენებლო კვლევების განხორციელება და სამუშაოების დაწყება.კონტრაქტორი ორგანიზაცია აწარმოებდა მოსამზადებელ სამუშაოებს. მომდევნო კვირიდან კი, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. აცხადებენ, რომ რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების მიმდინარეობისას, საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება."ჯუთაში დაზიანებული გზის ფოტოების გავრცელების ფონი რაჭის მეწყერია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი