შოვის ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებენ საქართველოს

06 აგვისტო 2023, 10:03 972 ნახვა

მე-4 დღეა შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილები არ წყდება, ევროპარლამენტარებისგან, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებისა და ოფიციალური პირებისგან. „ძალიან ვწუხვარ ამ საშინელი სურათებისა და ახალი ამბების გამო საქართველოდან. ჩემი გული და გონება ამ ბუნებრივი ტრაგედიის მსხვერპლთა გვერდითაა“ - წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. განცხადება გაავრცელა პაპის სამოციქულო ნუნციატურამ საქართველოში და სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარება გამოთქვეს.“აღვავლენთ ჩვენ ლოცვას დაღუპულთათვის, დაშავებულებისთვის და დაკარგულთა გადასარჩენად“ - აღნიშნულია განცხადებაში. სამძიმრის წერილი გაავრცელა ასევე თურქეთის საელჩომაც.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი