ტრაგედიის მესამე დღე შოვში

05 აგვისტო 2023, 10:08 1023 ნახვა

შოვში მომხდარი ტრაგედია აქტიურად შუქდება უცხოურ მედიაში. თურქული ტელევიზია „ანადოლუ აჯენსი“ განახლებად ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც ასახულია ფოტო-ვიდეო მასალა. ვიდეო მასალები ვრცელდება „გარდიანსა“ და „როიტერსზეც“. სააგენტო „როიტერსი“ მთელი დღის განმავლობაში აქვეყნებდა სტიქიის ზონაში მიმდინარე მასალას, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ტრაგედიის ადგილას. შოვში მიმდინარე მოვლენები გაშუქდა სომხეთისა და აზერბაიჯანის ტელევიზიებსა და ინტერნეტ გამოცემებში, ასევე ამერიკულ გამოცემებშიც.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი