გურამ ვეკუა ევროპის ვიცე-ჩემპიონია

02 აგვისტო 2023, 14:09 817 ნახვა

ბუქარესტში მიმდინარე 20 და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში საქართველოს ნაკრებს მორიგი მედლები გურამ ვეკუამ მოუტანა. 102 კგ წონით კატეგორიაში ქართველი ძალოსანი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, გარდა ამისა, ორი მცირე ვერცხლის მედალიც მოიპოვა.

მას არცერთი ცდა არ გაუფუჭებია: ატაცში 151, 156 და 159 კგ დაძლია, რითაც დისციპლინაში ვერცხლი დაისაკუთრა, ხოლო აკვრაში 189, 193, 200 კგ-ს გაართვა თავი, რაც ასევე ვერცხლისთვის იყო საკმარისი.

ორჭიდში გურამს 359 კგ დაუგროვდა და ევროპის ჩემპიონატი მე-2 ადგილზე დაასრულა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში