პროექტი „უსაფრთხოების სკოლა“

02 აგვისტო 2023, 11:15 572 ნახვა

პროექტი „უსაფრთხოების სკოლის“ მეოთხე სეზონი დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ზაფხულის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო და კერძო სასწავლებლებიდან 22 სტუდენტი შეირჩა.

მონაწილეებს საშუალება აქვთ 2 კვირის განმავლობაში ეროვნული თუ საერთაშორისო საფრთხეების შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების სფეროს წამყვანი ექსპერტებისგან მიიღონ, მონაწილეები ასევე შეისწავლიან საფრთხის შემცველ სიტუაციებში სწრაფად ორიენტირებას  და გაივლიან ფიზიკური მომზადების კურსს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი