საქართველო ლიეტუვასთან ბოლო წამზე დამარცხდა

01 აგვისტო 2023, 22:46 660 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პერიოდში მეორე ამხანაგურ შეხვედრაში ლიეტუვას დაუპირისპირდა და ბოლო წამზე 102-104 დამარცხდა.

მატჩში ფავორიტი მასპინძელი ლიეტუვა იყო და პირველი სამი პერიოდი მათი უპირატესობით მიმდინარეობდა.

საქართველოს ნაკრებმა კი ბოლო მეოთხედში კარგად ითამაშა და შეხვედრაში ანგარიში 102-102 გახადა.

მატჩის დასრულებამდე 1 წამით ადრე კი მეტოქემ 2 ქულიანი ჩააგდო და საბოლოო ანგარიში 102-104 დასრულდა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 30 ქულა, 4 მოხსნა და 7 გადაცემა მიითვალა.

საქართველო მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 5 აგვისტოს ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფში სლოვენიასთან, კაბო ვერდესთან და ვენესუელასთან ითამაშებს. პირველ შეხვედრას ქართველი კალათბურთელები 26 აგვისტოს კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართავენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი