დღეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ლიეტუვას დაუპირისპირდება

01 აგვისტო 2023, 10:18 658 ნახვა

დღეს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პერიოდში მეორე ამხანაგურ შეხვედრაში ლიეტუვას დაუპირისპირდება.

მატჩი 20:20 საათზე კაუნასში, „ჟალგირისის“ არენაზე გაიმართება. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

შეგახსენებთ, რომ პირველ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები ეგვიპტესთან 76:81 დამარცხდა.

ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები F ჯგუფში სლოვენიასთან, კაბო ვერდესთან და ვენესუელასთან ითამაშებს.პირველ შეხვედრას ქართველი კალათბურთელები 26 აგვისტოს კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართავენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში