ელიტარული ინტელექტუალური კლუბის ''რა? სად? როდის?'' საზაფხულო სეზონი ნიკოლოზ ჭურაძის ექვსეულის გამარჯვებით დასრულდა.
საღამოს კულმინაციისას საუკეთესო მოთამაშედ და შესაბამისად, ბროლის ბუს მფლობელად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა ''ბიბლიოთეკის'' წამყვანი მარიამ კორინთელი დასახელდა.