ბიძინა კვერნაძის 95 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამო ბათუმში

30 ივლისი 2023, 11:04 678 ნახვა

ბიძინა კვერნაძის 95 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს ბათუმმა უმასპინძლა. ღონისძიებაზე ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა ბიძინა კვერნაძის კინოსა და თეატრისთვის შექმნილი კომპოზიციები შეასრულეს.

კომპოზიტორის შემოქმედება თითქმის ყველა ჟანრს მოიცავს, განსაკუთრებული პოპულარობა მას ქართული კინოსთვის შექმნილმა სიმღერებმა მოუტანა.

ბიძინა კვერნაძემ მუსიკალურად არაერთი ქართული ფილმი გააფორმა.  ქართველი კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე 2010 წელს გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში