მიქაელ ბოტკოველი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს

24 თებერვალი 2017, 00:00 2149 ნახვა

მამა მიქაელ ბოტკოველი გადადგომის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას  არ  აპირებს.  დეკანოზი  ჩვენთან საუბრისას  ამბობს, რომ დაბრუნებას არ გეგმავს.    საპატრიარქოში კი განმარტავენ, რომ  მან გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე მიიღო და ამ დრომდე ოფიციალურად რჩება საპატრიარქოს  პრეს მდივნად.  დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროს სოსო ოხანაშვილთან ფიზიკური დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. ამ პროცესს კი წინ სოსო ოხანაშვილის განცხადება უძღოდა რომელშიც დაცვის უფროსმა ბოტკოველი სიცრუეში  დაადანაშაულა. ცნობილია, რომ დღის მეორე ნახევარში პატრიარქი პრესასთან ურთიერთობისთვის საკონტაქტო პირს დანიშნავს, თუმცა ის საპატრიარქოს მდივანი არ იქნება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი