აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი 4-5 აგვისტოს ბათუმის დრამატულ თეატრს ეწვევა. პრემიერა, სიურპრიზები და განახლებული პროგრამა სახელწოდებით ქორეონიკონი, რომლის ფარგლებშიც ახალი ცეკვის- ქორუმის პრემიერაა დაგეგმილი, რომელიც თავის მხრივ, ხორუმის რიტმებზეა შექმნილი. ბათუმელ მაყურებელსა და ქალაქის ვიზიტორებს აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის, კონცეფცუალური ფოლკლორული პროგრამის, ქორეოგრაფიული ნაწარმოებებისა და თანამედროვე ახალი ცეკვების ხილვა და მოსმენა 2 დღის განმავლობაში შეეძლებათ.