„ნაპოლი“ ახალი სეზონის დაწყებამდე კიდევ 5 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

23 ივლისი 2023, 20:01 625 ნახვა

„ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში კიდევ 5 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

„ნეაპოლელები“ 24 ივლისს „სპალსს“, 29 ივლისს „ჰატაისპორს, 2 აგვისტოს „ჟირონას“, 6 აგვისტოს „აუგსბურგს“ და 11 აგვისტოს „აპოლონს“ დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ 29 ივლისს „ჰატაისპორთან" გასამართ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია თანამემამულეებს, საბა ლობჟანიძეს და გიორგი აბურჯანიას შეხვდება, რომლებიც თურქული კლუბის ღირსებას იცავენ.

რაც შეეხება სეზონში პირველ ოფიციალურ შეხვედრას „ნაპოლი“ 19 აგვისტოს სერია A-ში სტუმრად გიორგი კვერნაძის "ფროზინონესთან“ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში „ნაპოლიმ“ ერთი ამხანაგური შეხვედრა უკვეე ჩაატარა. რუდი გარსიას გუნდმა სამოყვარულო კლუბ „ანაუნეს“ დამაჯერებლად, 6:1 მოუგო, თუმცა იმ შეხვედრაში კვარაცხელიას მონაწილეობა არ მიუღია.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი