შემთხვევა ბათუმში 

23 ივლისი 2023, 12:15 922 ნახვა

შემთხვევა ბათუმში - სამართალდამცავები ამ დრომდე ადგენენ რა მოხდა ორბი სიტიში. ცნობილია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე სიმაღლიდან ვარდნით გარდაიცვალა. თუმცა 22-ე სართულიდან გადმოვარდა თუ გადმოაგდეს - კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

შემთხვევა დღეს გამთენიისას დაახლოებით 4 საათზე მოხდა. სასტუმრო კომპლექსის ადმინისტრაცია ფაქტს ადასტურებს, თუმცა სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს.

სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით კაცი სასტუმროს ნომერში კიდევ ერთ პირთან ერთად იმყოფებოდა. გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი